saqarTvelos uReltexilebi - laftaris uReltexili

კოორდინატები 42°52`53` ჩ. გ. 42°56`47` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2830მ
ქედი სვანეთის ქედი
აკავშირებს ქვემო სვანეთს ზემო სვანეთთან
ამგებელი ქანები თიხაფიქლები ქვიშაქვები
ფლორა სუბალპური და ალპური მდელოები

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარეების ლამუშურისწყლისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და ვალეეშის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2830 მ. ლატფარის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საჭაპანო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს (ცხენისწყლის აუზი) ზემო სვანეთთან (ენგურის აუზი).